მოლა
ზღვისქვეშ ქალაქია. მავთულის ანტენებით ჭერზე მიბმული პერსონაჟებით და ავტობუსებით. თავისთავად ყოველი ქალაქის ზედაპირიც ცაზე ამ ძაფებით მიუბამთ. არასრული იდეები ილექება ფსკერზე რომელიღაც მავთულებიანი თევზის საკვებად. დღევანდელი საუზმე კი ის აღმოჩნდა ბებია რომ კევებს ყიდის. ბრმა სამყაროში რა იქნებოდა შენი ფერწერა, ეკითხება ნამიანი ვეშაპი თავის უფრთო საყვარელს, მაგრამ მისი ხმა არ ესმის მოლას. მოლა თევზია უფრთებო და უგვირგვინო მაგრამ მაინც ყველა წყალქვეშა პოეტის არასრული შთაგონება მის ზურგზეა ჭიკარტებით მიკრული. მოლა დაფაა ამ უსახო მდინარის, მაგრამ მაინც რუკაზე არ იძებნება მოლა. მითხარი რამე უკონტექსტო, ასიგნალებს მომავალი მატარებელი მომავლიდან. მაგრამ მოლა ვერ ფიქრობს სიტყვებად. მას ხომ ყველა ბგერა ვნებად დასდევს მხოლოდ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი