ასტრა


აგონია ბავშვობის ამ შობის გარეშე რომ იშვა არ მგონია
ვაგონებს გაგონებ ლოცვას გაგაგონებ სიზმრიდან თამაშში
ლოცვამ მოგვცა ცოტა შვება ირბინეს ბავშებმა ახლოა სიზმარი პირჯვარი დალოცავს სალოცავს. 
მოცვისფერ ცამეტზე მეტი სიგარეტი აქ აღარ მხვდებიან სიზმარში მღერიან ძილისთვის იცდიან დილიდან იციან ვეღარ განიცდიან სიტყვებს.
გზა ძალას იკრებს და აგროვებს კითხვებს მივანდეთ რიცხვებს რისგანაც მინდვრებს ავალ და ჩავალ საიდან მრავალ ტრამალზე ვდგავარ და გზა ვარ. კანფეტებს ვმარხავ მიწად მე ვნახავ მრავალ ცას შორის ამოზრდილ თოვლის მძიმე კაცს სადაც მე ისევ მინდორ ვაგონებს ვგავარ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი