ზამთარ მთვრალი ფანქარი


წამებსა და წამებს შორის წამწამი ატმის ვახშამის ამბავი, ამბორი დალმაციური უმწვავეს მნათობ ციური, ჩაღვრილი ღამე მთიან ბორცვებზე მითურ ემბრიონ ლოცვებზე ვდგავარ სარკესთან წრიულ ნასვამი, არცერთი მკვდარ ოცდასამი, მისი ვედრება სული რითმული ჩემს საძიებელს მიბმული, რტოებს აცვიათ მითურ სამოსი ერთადერთ კვლა საღამოსი 
მელანქოლია ის მძიმე სული სრული მიუსვლელ წასრული 
მე მესიზმრება თრობით ცა-კვალი სხეული მქრალი, როგორც ბიბლიურ ატომს ერთადერთს მერიდებოდა მზე მიწიერი, ვაზის აკვნიდან ვიშვი მშიერი,
ვინ უცდის ზამთარს ასე დაცლილი სხვა ვინ მომყვება ახლა ღამეა საძირკველიდან საძირკველამდე გზა მესამეა, მიბმული ხეებს ჯვარად დამდგარა ის სილუეტი მიწისფერ მქრალი, ბრუნავს ზამთარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი