ღამე გამითენდა
ღამე გამითენდა, ვიღაც ფიქრობდა, ვიღაც კვდებოდა, წუთი წუთს აწვებოდა, გული მეკუმშებოდა, რამდენს გეტყვი გაგეპარებოდა, სადღაც დღე იწყებოდა, სადღაც ღამე მთავრდებოდა, ვიღაც მომიბრუნდება, მეტყვის რა გაგიკვირდება? ოც ლარს ხუთი თეთრი აკლდებოდა, გოიმი გაგოიმდა. ღამე გამითენდა, ვიღაც მღეროდა, ვიღაც ტიროდა, ვიღაც ფულს ყრიდა, წუთი წუთს აწვებოდა, გული მიფეტქდებოდა, რა მოხდა? ღამე გამითენდა. ალბათ,კაცი მეტყოდა, დილა არ თენდება,დილა ღამდება, სწორია,ღამე ხო გამითენდა, ალბათ,ვიღაც ტიროდა, ალბათ,ვიღაცა იცინოდა, ვიღაც კიდე ამ ლექსს წერდა, ბიჭს გოგო უყვარდებოდა, დედას შვილი ებადებოდა, ვიღაცას მოხუცებული ნათესავი გამოეცხადებოდა…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი