,, მე რომ შემეძლოს”


მე რომ შემეძლოს ლექსების წერა,
შევქმნიდი ჩემთვის მცირე სამყაროს,
ცას შევღებავდი წყნარი ზღვის ფერად,
ვფიქრობ,ღრუბლები სად გადავმალო.
მე რომ შემეძლოს ნატვრის ხის ძებნა,
მოვამზადებდი ჩემს ყველა სურვილს,
ერთ ამოსუნთქვით ვეტყოდი ჯერ ასს,
დანარჩენს ჩუმად დავუტოვებდი.
მე რომ შემეძლოს გაფრენა მაღლა,
თვალს დავხუჭავდი, სულ ორი წამით,
წარმოვიდგენდი რომ შემწევს ძალა,
ძალა-მიწისგან თავისუფლების.
მე რომ შემეძლოს....იქნება კარგი,
დავსახლდებოდი მდინარის პირას,
არ ვინაღვლებდი რომ ხის მაქვს კარი,
და გავყვებოდი ცხოვრებას მშვიდად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი