***
გარეთ წვიმა იქნებოდა,ჩემს ფიქრებში ღრუბელი, ლექსი ვერ მწერს,თვითონ დავწერ-შევქმნი ცეკვას ნუგეშის. გაციებულ საბნის უკან მივაფენდი ნაშრომებს, და თუ გარეთ გადაიღებს, ალბათ მზეზეც გამოვფენ. დაინახავს მაშინ ყველა, ჩემს დაფარულ სამყაროს, გამოფენას მოვაწყობ და, სხვებსაც ცოტას გავართობ. მე კი ღვინით ხელში ვივლი, გადავხედავ სახეებს, გაყინული იერით რომ ემოციებს ფარავენ. დაღამდება წავა ყველა, თითქოს არვინ ყოფილა, მე კი სიზმრის მოლოდინში, ვერ მივაღწევ ლოგინთან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი