,,მთვარე”


შემოიღამებს მთვარეც მოვა,კვლავ ნამთვრალები,
არაფერს მეტყვის და სიჩუმეში იპოვის ბინას,
ისევ დაღლილი მომეჩვენა მისი თვალები,
ვხედავ,ბევრ ტკივილს,მთვარე რომ იტანს.
ღვინოს ვთავაზობ,ჭიქებს ქარი სწრაფად მოგვიტანს,
ლამპიონები გვიმზადებენ ცეკვისთვის ადგილს,
და დღესაც ისევ ცოტა ვინმე მოვიდა,
აღსარებიდან ყველანი გარბის.
მე ჩემი თავის პოვნა მომინდა,
და მის ძებნაში ჰორიზონტს გავცდი,
მთვარეც მომყვება მშვიდი ტემპით და,
ჩემს მხრებზე ღრუბლებს წვიმას არ აცდის.
დღეს ოცდაათჯერ იყვირეს კმარა,
მატარებელით მივდივარ სახლში,
მთვარე კი ისევ სულ მარტო დარჩა,
კვლავ ვერ პოულობს სიყვარულს კაცში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი