,,რაზე დავწერო”
რაზე დავწერო,აბა რა ვიცი, ალბათ გრძნობებზე,ასე რომ გვტანჯავს, ნაკლოვანებას ძლიერ განვიცდით, და კიდევ ნამუსს,რომელიც არ გვაქვს. რაზე დავწერო,აბა რა ვიცი, თუმც ბევრი ფერი ჩავიცვი ერთად, ოღონდ ამჯერად აღარ დავიცდი, არ მივუხედავ წარსულს მე მეტად. და როგორ არა ესეც გაივლის, სადღაც შორს უკვე გამოანათა, რაზე დავწერო,აბა რა ვიცი, ვფიქრობ, რწმენაზე,რომელსაც ვკარგავთ. დაფენილი მაქ თავთან ფიქრები, ფურცლებს სიტყვები იმორჩილებენ, მაგრამ ამაო გამოდგა წამი, რადგან იქ ნადავლს ინაწილებენ. თვალებს დავხუჭავ,ექვსჯერ დავითვლი, სენტიმენტალურ რითმებს მე ჩავრთავ, რაზე დავწერო,აბა რა ვიცი, ვფიქრობ, რწმენაზე,რომელსაც ვკარგავთ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი