დილა


როცა გათენდა ნოემბრის დილა
თითქოს რაღაცა ხდებოდა ამ დროს
მზემ რომ თვალებში შემომანათა
მივხვდი რომ თურმე ვერ ვგრძნობდი სითბოს.
არადა ეს დღე წესით და რიგით 
ლამაზად უნდა გამთენებოდა 
თუმცაღა რას ვთხოვ მაშინ როდესაც
თვით სამყაროსაც არავინ ათბობს.
ყოველ დღე დილა 
ყოველ დღე მზეა 
ანდაც ყოველ დღეს წვიმა ან თოვა
თუნდაც გინდ იყოს დღე ღრუბლიანი 
მე მაინც ვიცი რომ ის არ მოვა
და ეს დღეებიც არაა ჩემთვის!
მაშინ როდესაც თენდება დილა
და ჩემი სიტყვაც გაქრება, გესმის?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი