სიბნელე
ბნელა და ვერ ვხვდები სინათლე სად გაქრა, ცქერა და ფიქრები ერთურთში ახლართა. ბევრთან ეს ფიქრები აღარც კი სჩანდა, რადგან მის გონებამ ის სადღაც დაჰკარგა. ხალხი კი ირევა, ვერ ხვდება რა ხდება, საოცრებაა თუ, ცეცხლიც გაჩაღდება. არჩევანს ვერავინ რომ ვეღარ აკეთებს, ერთმანეთს ბასრ ენებს ზედ გულზე უსვამენ, სიკეთეს ეძებენ, სიბნელეს ჰპოვებენ, სიყვარულს ჰნატრიან, სიძულვილს იღებენ. ნეტავ ეს ქვეყანა გაიხარებდეს, მწამს ყველა დაწყნარდეს და გაბედნიერდეს, ერთურთი უყვარდეთ, სიცოცხლე დაფასდეს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი