სულ ბოლო ღერი
ვარ დატანჯული სიყვარულისგან, ვით უცხო მოყმე წყლის პირას მჯდომი. ცისფერ ლანდებში გამახვევს სევდა, დავიკარგები გრძნობებში მგონი. ცად აწვდენილი ფიჭვების ძირში ვუკიდებ ღერს და ამოვკრავ ნაფაზს, გართული ფიქრში შემთხვევით ვამჩნევ ქალს ულამაზესს და მთვარის სადარს. თითქოს ვფიქრობდი, განელდა გრძნობა, რომ დავივიწყე სულ ყველაფერი. მაგრამ ვიხილე, იფეთქა გულმა, ამიკანკალდა უმალვე ხელი. სახდატ დარჩენილს დამყურებს თავზე ცაზე გაბმული ვარსკვლავთა ქსელი, მასზე ფიქრებში ვერ შევამჩნიე, როგორ მოვწიე სულ ბოლო ღერი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი