სიკვდილი


რა წყეულია ჩვენი სიცოცხლე,
წუთი კი არა, ერთი წამია,
ერთხელ შეხედვით გაღიმებულსა
თვალ ვაშორე და სული დალია.

სიკვდილს ვერავინ ვერ გავექცევით, 
ადრე თუ გვიან ყველას გვეწევა,
მაგრამ ვინც მიდის, ის კი არ დარდობს,
აქ დარჩენილებს გული გვეწვება.

ყველას გვწადია დიდხანს სიცოცხლე,
ის კი არ ვიცით, ვინ როდის წავა.
ადრე თუ გვიან ყველა მოვკვდებით,
დაე, ღიმილით ვეცადოთ წასვლა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი