Solis Fiducia


ვით ნამთვრალევი უძილო ღამით
შევეკედლები შენ თვალთა ზმანვას.
თავში ტრიალებს აზრი ულევი,
ვეღარ უძლებენ ფიქრები მალვას.
მთვარიან ღამეს შავი ზღვასავით
მშვენიერების შენ ხარ ხატბეა.
ჩემს გონებაში ტიტებით ხელში
შენი პორტრეტი დაიხატება.
მრავალთა შორის ხარ ერთადერთი,
ზეცით მოსული, ნაზი ნათება.
დაბინდულ ცაზე ვარსკვლავთა შორის
მომჯადოები მთვარის ზმანება.
მე, როგორც გიჟი, უძირო ღამეს
შენზე ფიქრების ალში ჩავდნები.
ჩემი სიზმრები მზის სხივს გაჰყვება
და მოლანდების ქარში გავქრები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი