დაჭრილის საგალობელი
ჩვენი ცხოვრება გზა სიზმარია,- ასე ამბობდა დიდი მგოსანი. ჩვენი ცხოვრება თვით ავდარია, პოეტის სიტყვა- ნატვრა ფრთოსანი. თუ სამოთხისთვის უნდა ვიტანჯოთ, რჩეულთა შორის მე ვარ ოსანი, მეტი დარდისგან გადაბზარული, ჭაბუკ სხეულში გული ხნოსანი. ისევ და ისევ დამათოვს ზეცა, მომეთოშება სუსხით სხუელი და ამ ცხოვრების დაწყევლილ გზაზე გავიყვან დღეებს, როგორც სნეული. მთაწმინდისაკენ გავკაფავ ბილიკს დავიარები მარტო, ეული. ამ გადაკარგულ შავბნელ ქუჩებში უტყვად გავივლი გზააბნეული. გადამეყრება ვინმე უცნობი, ამ განწირული ცხოვრების გზაზე და მთვარის შუქით მოვერცხლილ ღამეს შველას გამიწევს თბილისის მთაზე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი