საყვარელ ძმას


ჩვიდმეტი წლის წინ მე დავიბადე,
შენც დაიბადე, თუმცა კი მკვდარი...
შენი სიცოცხლე მე მისახსოვრე 
და გაიხურე ცხოვრების კარი.

მას შემდეგ გადის, მიფრინავს წლები
და გამუდმებით მიპყრობს ფიქრები,
შენ რომ ოდესმე გვერდში მყოლოდი,
მე ხომ დღეს მარტო არ ვიქნებოდი.

მაგრამ რას ვიზამთ, ჩემო ძამიკო,
თურმე ასეა ცხოვრება ჩვენი,
როგორც არუნდა მედგრად დაუდგე,
ტამლას მოგიტანს სიცოცხლე მწველი.

მე გავაგრძელებ სიცოცხლეს მარტო,
მოვიკრებ ძალას არ დავნებდები.
სიცოცხლის ბოლოს, ალბათ, დამტანჯავს,
აწ განვლილი გზის სენტიმენტები.

თუმცა მე შენზე კვლავაც ვიფიქრებ,
თუნდაც რომ შენ ხარ მიწაში, მკვდარი.
შენ ხომ სიცოცხლე მე მისახსოვრე
და გაიხურე ცხოვრების კარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი