ქარს გამოვატან


შენ ჩემი სისხლი და გულის ფეთქვა,
მე კიდევ შენი ბურჯი და ფარი.
მე ბევრს არ ვამბობ, თითქოს უტყვი ვარ,
მაგრამ სიყვარულს მოგიტანს ქარი.
ვერ დაგიხატე სიტყვებით გრძნობა,
ზოგჯერ კიდეც ვარ აუტანელი,
მაგრამ მე შენთის ვარ ჩირაღდანი,
რომ გაგინათო გზები შავბნელი.
შენ სულ გექნება ჩემი იმედი
და სულ დაგიცავს უფროსი ძმა,
მე თვით ლახვარსაც დავიცემ გულში,
რომ გაგიკაფო ცხოვრების გზა.
შენ არ განახებ იმ გაჭირვებას,
რაც მე ვიარე შენამდე უწინ,
მე დავიჩოქებ შენი გულისთვის,
ოღონდ იარე ამაყმა სულ წინ.
ახლა რომ შენგან ასე შორსა ვარ,
შენზე ფიქრებით ვამხნევებ სულს.
დაო იცოდე რომ მარტო არ ხარ,
შენთვის ვაძგერებ ყოველდღე გულს
და თუ ცხოვრების ამ მატარებელს
ნაბიჯ-ნაბიჯით ასე მიყავხარ,
რაც ვერ გითხარი, ქარს გამოვატან,
ჩემო დაიკო, მე შენ მიყვარხარ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი