იბერიელი
მთის ფერდობიდან გავყურებ სოფელს და სიოს ქროლვა მომილაციცებს, მწვერვალზე გრძნობით აღტკინებული მე ჩემს სამშობლოს აღვუთქვამ ფიცებს. საქართველოსთვის მე შემიწირავს ყოველი სუნთქვა და ყველა ფეთქვა. ჩემი კალამი არ მოისვენებს, იტყვის ყველაფერს, რაც უნდა მეთქვა. სამშობლოსათის ამ სიყვარულში მე ვარ ობოლი, როგორც კატარი და სიყვარულში დავითოვლები, ვით ჩემი ქვეყნის დიდი მთა-ბარი. საქართველოსთის გრძნობით ტრფიალში გამუდმებულად ვარ მე მშიერი, არაფრად გავცვლი მე ამ ქვეყანას, მან ხომ მე შემქმნა, იბერიელი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი