სიყვარული
მოველ ეული, გრძნობებით სავსე, შემოგავედრე შენ სიყვარული, გადაგიშალე ოცნების ფრესკა, გაგიღე ედემის კარი მალული. მაშინ მეგონა, რომ სიყვარული იყო უბრალოდ გრძნობათა ღელვა, მაგრამ მას შემდეგ, რაც შენ დაგკარგე, მე შევიგრძენი პირველად სევდა. ახლა კი ვიცი, რომ სიყვარული გზა სიშორეა, ცრემლი, გოდება. თოვლის ფიფქია, ხელს შეახებ და კვლავ აღარასდროს განმეორდება! სიყვარულისთვის მტრობა დათმეს მონტეკებმა და კაპულეტებმა, სიყვარულისთვის კვაზიმოდო ნოტრ დამის წყეულ ზარებსა რეკდა. სიყვარულისთვის დაენარცხა ქვაზე ტაბიძე სიყვარულია სასთუმალთან, რაც მე მაღვიძებს. ზღვას რომ გაეგო ჩემი ფიქრები, მიატოვებდა თავის სამყოფელს. დამიჩოქებდა თავჩაღუნული, ვით ლანსელოტი თავის საყვარელს. აბობოქრებულ გრძნობების ზღვაში ღრმად ჩამიყოლებს მეფე არტური. მკაცრი სიცივით გარშემორტყმული მე გულს გამითბობს გრძნობის ალმური.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი