წუხელ ვიდექი სასფლაოზე...
წუხელ ვიდექი სასფლაოზე გარინდებული ქვის ლოდებს შორის, მდუმარებაში თითქოს მესმოდა აკაპელები თუმცა კი გლოვის. მდუმარებს ზეცა, მდუმარებს ბარი, მხოლოდ და მხოლოდ მძვინვარებს ქარი. ამ მდუმარებას ეხმიანება ეს ჩემი გული აწ უკვე მკვდარი. აქეთ ტერენტი, იქით ტაბიძე და ამ ორს შორის მე ვარ ეული. ვდგავარ, ზემოდან დავყურებ საფლავს და ვარ სიგიჟით გადარეული. გაივლის წლები და უსახეკოდ მე დავბრუნდები ამ საფლავებზე. მე დავბრუნდები ვით უკვდავება, მე დავბრუნდები თვით სილამაზედ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი