***


ეს კუნაპეტი ღრუბლები ცის კამარაზე შეყრილან.                                             
მკაცრი ჭექით და ქუხილით წარღვნისთვის შემზადებილან.      
წვიმის წვეთები მიწაზე ვით ცრემლნი ისე ცვივიან ,                                            
ერთი შეხვედით ეს ცანი კაცის ცოდვისთვის ტირიან.

მე მივუყვები ,მივდივარ ,საფლავებს შორის, ეული.                                               
შორს ვხედავ ვაჟკაცს ის არის   ,პირად მზე, გულით ნგრეული.
მუხლიჩოქ იდგა მდუმარე, თვალთაგან ცრემლი დიოდა.                                               
 მე მის შემყურეს ბეჩავსა  გულს დარდი გადამდიოდა.

ვუყურებ ვაჟკაცს და ვხედავ მასში,  
სიბნელის წერტილს სინათლის რკალში.           
ასველებს წვიმა იგი ვერა გრძნობს  გახვეულია მძვინვარე  ალში.          
წერილს კითხულობს აწ უკვე ვამჩნევ, ათრთოლებულ ტემბრს ნორჩი ყმის ხმაში.
ბოლო სიტყვები ამხანაგისა საიქიოსკენ მიმავალ გზაში:
 
"მისმინე ,ძმაო, სიტყვით ნაფიცო, მსურს სიყვარული შენი ვაფიცო.
ვაჟკაცად გვზრდიდნენ ყმაწვილობიდან,
არ იყოყმანო ერთი წამიცო.
მე ვიღუპები სამშობლოსათვის და არასოდეს ვინანებ ამას,
ასჯერ რომ მომცე ,ასჯერ მოვკვდები, მედგრად მოვიხდი მე ქვეყნის ამაგს.

მე მოვევლინე ამ ქვეყანაზე აცრემლებული თვალებით სავსე.
გარშემო მერტყა მე ხალხთა გროვა, მახსოვს გულწრფელი ღიმილი მათზე.   
შენ არ ყოფილხარ არც სისხლი ჩემი და არ ვშობილვართ ერთი დედისგან,  
მაგრამ ვიპოვეთ ჩვენ ერთმანეთი გამზადებული იყო ბედისგან.

ნუ დაივიწყებ ჩვენ მოგონებებს, განაგრძე ცხოვრება ოცნებით ხელში!
მუხლთ ნუ დადგები წუთისოფლისთვის, 
იყავ ამაყი ცხოვრების წლებში!
ახლა კი ვტოვებ მე სააქაოს, მივემგზავრები ღიმილით ცაში.
ვუყურებ ხალხის სევდიან სახეს და მხოლოდ ცრემლებს ვხედავ თვალში."

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი