ციკლური განვითარების თეორია
კაცობრიობის აზროვნების ისტორიაში არსებობს ფენომენი, რომელიც ციკლური განვითარების თეორიის სახელითაა ცნობილი, ამ თეორიას ავითარებდა ბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელე, რომელსაც მიაჩნდა, რომ ყოველ 1200 წელიწადში იწყება განახლება. ვინაიდან, ჩვენ ვცხოვრობთ ახალი წელთაღრიცხვით XXI სკ ში, ხელთ გვავქვს დიდი წარსული, შეგვიძლია ემპირიულად მივუდგეთ საკითხს და შემდეგ ვიმსჯელოთ ამ თეორემის სიმართლიანობაზე. თუ დავაკვირდებით აღმოვაჩენთ, რომ არსებობს ამ განახლებების ორი ხაზი. ვნახოთ. 1) დაახლოებით ძვ.წ X სკ, იწყება ზარატუშტრას ეპოქა - საფუძველი ეყრება პირველ გამოცხადებით რელიგიას - ზოროასტრიზმს. ამის შემდეგ - გავიდა დაახლოებით 1200 წელი და დადგა 261 წელი. ეს არის თარიღი როდესაც ქრისტიანები პირველად შეიწყნარეს. მანამდე წინ უძღოდა ქრისტიანთა დევნა 8 ჯერ. ხოლო 313 წელს მიიღეს ედიქტი, მილანის ედიქტი, ქრისტიანთა დევნის შესახებ და დაიწყო ქრისტიანობის გავრცელება. ამის შემდეგ - გავიდა დაახლოებით 1200 წელი, დადგა XIV-XVI სკ ები და დაიწყო ე.წ რენესანსის ეპოქა. ეს არის აღორძინების პერიოდი, (ძვ. ფრანგ. Renaissance, ნიშნავს "ხელმეორედ დაბადებას"; იტალ.: Rinascimento, re- "ხელახლა" და nascere "დაბადება") და წარმოადგენს ევროპის ისტორიულ-კულტურულ ეპოქას. ამის შემდეგ სადაცაა დადგება 2020 წელი, რენესანსიდან გასულია 600 წელი და "ჩვენ" უნდა დაველოდოთ როდის გავა 1200 წელი. რაც შეეხება მეორე ხაზს: 2) დგას ძვწ VI სკ. საბერძნეთში თალესმა დააფუძნა ფილოსოფია, ჩინეთში მოღვაწეობს დაოსიზმის მამა - ლაო ძი. ინდოეთში მოღვაწეობს სიდჰართა გაუტამა, იგივე ბუდა და დააფუძნა მსოფლიო რელიგია - ბუდიზმი. ამის შემდეგ გავიდა დაახლოებით 1200 წელი, დგას ახწ 610 წელი, მექაში მუჰამედი ქადაგებს ისლამს, დღევანდელ მსოფლიო რელიგიას. ამის შემდეგ გავიდა დაახლოებით 1200 წელი, დგას 1807 წელი, შვეიცარიელი კაცი, ისააკ დე რივა ქმნის პირველ შიდა წვის ძრავას. ამ დროს თან იწყება და თან უკვე დაწყებულია ლეგენდალური მეცნიერულ - ტექნიკური პროგრესი, რომელიც დღესაც აქტიურად გრძელდება და რომლის შვილიცაა თანამედროვე ადამიანი. არისტოტელე მართალი იყო. და ამის შემდეგ, სადაცაა დადგება 2020 წელი, ჩვენ კი კიდევ 600-800 წელი გვაშორებს ახალ განახლებისაგან, იმისგან საიდანაც დაიწყება ახალი რენესანსი ან ახალი დაცემა, ერთი სიტყვით ახალი ერა. და თქვენ, ჩემო მეგობრებო, ნურავის გექნებათ იმედი, რომ რომელიმე თქვენთაგანი შექმნის ახალ ეპოქას, და თუ ვინმესგან მოისმინეთ, რომ აპირებს ახალი ეპოქის დაბადებას, შემოულაწუნეთ და უთხარით, რომ სიაში არ არის, და იქამდე, ახალი ეპოქის დაბადებამდე, მინიმუმ 6 სკ დარჩა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი