Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_klv72i67d552r7vlns1uqegmg3, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
ქართლის მზე - ნიკა ჯაფიაშვილი | პოეზია

ქართლის მზე


წამო ქართლში წაგიყვანო,
არც ზღვა ღელავს, არც რბის ზვავი.
არც მდინარე არ დიდდება,
არც ჩამოჰქრის ქარიშხალი.
მხოლოდ სუსტი მშრალი სიო,
ეფინება ველს და მინდორს,
ზოგჯერ სველი შავი ზღვიდან,
მოჰქრის რომ არ მოიწყინო,
დეკემბერს კი ცა ფერს იცვლის,
გაწვიმდება, გათოვდება,
და სიცივე როცა დაგღლის,
ეს ზამთარიც დამთავრდება.
ვარდობის თვეს გაგიღიმებს
ატმის ყლორტად გაზაფხული,
და შენც იგრძნობ ნეტარებას,
გაზაფხულით დაზაფრული.
თუმც მკათათვეს აენთება,
მზე მცხუნვარე და მზე მწველი,
გაახუნებს არე მარეს,
გახუნდება მინდორ ველი.
პირს შეიკრავს ღრუბელი და
იტყვი "სიცხით მიმდის გული"
და ნანატრი დაიწყება,
შემოდგომის გაზაფხული,

გააწითლებს ვაშლის ნაყოფს
ჩინებული ვაზის მზერა,
წამო ქართლში წაგიყვანო
ქართლში - სხვანაირი მზეა....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი