ბუმბერაზი მთები ჩაძირულან ნისლში


ბუმბერაზი მთები ჩაძირულან ნისლში,
ნისლი დაუხურავს ვარძიას და ყინწვისს,
აქეთ ქართლი კვნესის ოხრავს დანისლული,
დანისლულა უღვთოდ საქართველოს გული.

დანისლულა მცხეთა, ნისლი ადგას თბილისს,
მესხეთიდან მთათა კვნესა ისმის სიმწრის,
ნისლი ადგას სვანეთს, შხარა ნისლში ელავს,
ნისლი ადგას ბათუმს, აფხაზეთს და თელავს.

იმერეთსაც ნისლი, ნისლი ადგავს ბურავს,
და გურიაც ვაი, ნისლში გახვეულა,
სამეგრელოს მოხუც, მთებსაც ადგას ნისლი,
და კოლხი მედეას ქვითინი მოისმის.

ნისლი ადგაც ცხინვალს, ალგეთსა და ჯავას,
ნისლი ადგას ჩარგალს, ფშავს და ნარიყალას.
ნისლი ადგას წალკას, ნისლი ადგას რაჭას,
საჩხერეს და ყვარელს, ილიას და აკაკს.

ვაი იმერელ გლეხს აუჩეხავს ციცქა,
და გოლგოთად უკვე კოხტა გორა იქცა.
და ბორჯომის ტყენიც გახვეულან ნისლში,
ამირანის კვნესა დიდგორამდე ისმის.

და ამ სტრიქონებსაც არვინ გაიოცებს,
ნისლი ადგას ქალაქს, ნისლი ადგას სოფელს,
ნისლი ბურავს მთებს და დღეს არავინ იცის,
რომელი ქარია გამფანტავი ნისლის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი