ქალწულები
სულ არსებობდნენ ჯენტლმენები ალბათ შენც გახსოვს, კეკლუც ქალწულებს რომ უთმობდნენ ადგილს ტრანსპორტში, ბავშვი ვიყავი არც მეთქმოდა ჯერ ახალგაზრდა, ბავშვი ვიყავი ჯენტლმენობას როცა ვნატრობდი. მე გავიზარდე და ვიქეცი ზრდასრულ ჯენტლმენად, ვით ერთი მგზავრი მეც მივყვები ქუჩაში ტრანსპორტს, გულჩათხრობილი ვეყუდები ტყავის საზურგეს, და ქალწულების არსებობას ბავშვურად ვნატრობ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი