მშობლები


მირბიან დღეები და წლები მირბიან,
ვიზრდები, ვკაცდები, ბავშვობას ვშორდები,
მე უკვე დიდი ვარ და მშობლებს ვუყურებ,
ასაკში შედიან ნელ-ნელა მშობლები.

ნელ-ნელა მშობლები ასაკში შედიან,
და ვითვლი ნაოჭებს მშობლების სახეზე,
ჩემს მოვლა – აღზრდაში შრომა რომ გაწიეს,
იმ შრომას დაღლილი თვალები ამხელენ.

გადავა ჟამი და ეს წუთისოფელი,
მეც მშობლად მომაქცევს ვიქნები მშობელი,
შვილები ხედავენ ნაოჭებს სახეზე,
ასაკში შედიან ნელ-ნელა მშობლები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი