მოხუცის ფიქრი
საუკუნემ გაიქროლა, გაიქროლა წავიდა, ჟამი მირბის არ ჩერდება, არ იწყება თავიდან. ერთხელ იყო გაღიმება, გაღიმება გაცნობა, ერთხელ გძალგიძს ჩაიდინო – კეკლუცობა – ანცობა. აგერ უკვე საუკუნე ცხოვრების ხეს ჩამოწყდა, საუკუნე მიილია, საუკუნე გამოხდა. ნეტავ ადრე ვინ ვიყავი, ახლა ვინ ვარ ნეტავი ?! მაშინ მახსოვს საკუთარ თავს, რომ სხვა კაცად ვხედავდი. დღეს ჟამს გავცქერ ვიღიმები, დრო რა ჩქარა გარბოდა, ჩემი გული იღიმოდა, ჩემი გული ნატრობდა, მერე უცებ ეს ცხოვრებაც, აგერ უკვე გავიდა, ისევ მინდა ამ საღამოს დავიბადო თავიდან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი