განგება
ცხოვრების საზრისად დავსახე, რა მელის მითხარი მისანო, იქნებ სჯობს მივეჭრა, ვახალო, გამომყევ სიცოცხლის მიზანო. ანდ არა მშვიდობით ვეახლო, მოვუთხრო შეპარვით სათქმელი, წასვლამდე თან რწმენით ავანთო, ჩვენ ორის სახელზე სანთელი. თუ ტყე-ტყე ვეხეტო ვათენო, ბნელ ღამე თეთრად და ძაღლურად, ან იქნებ ჯობია მიპარვა, ქალის მოტაცება მალულად ? მისანმა მიუგო ღიმილით, სიყვარულს ცად აუტაცნიხარ, თუ გიყვარს რა გტანჯავს, რას ცდილობ, გიყვარს - ბედნიერი კაცი ხარ. გაუშვი ის თავის შარაზე, გიყვარდეს შენ შენსას გაყევი, ფერდობის მარჯვნივ რომ გზა ადის, ფრთხილად იმ ბილიკებს აყევი. მიდი იქ წყაროა ანკარა, და წყლისთვის მიდიან ქალები, და ისიც იმ წყალზე დაგხვდება, ვისთვისაც გიელავს თვალები. და როცა გზას გაყვეს ავსილი, ტვირთით და გაძნელდეს ტარება, შენ უნდა მიხვიდე საქმეში მის დასახმარებლად ჩაება. შენ ზიდო იმისი საზიდი, ასე მიაცილო სად სახლობს, გზადაგზა გულთბილი ბაასით, მის გულში ტრფიალი ჩასახო. და მერე თავადვე იპოვის, თავის გზას ცხოვრების დინება, თუ თქვენი ერთობა განგების, განგების ამგებმა ინება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი