მთვარის დარიგება


სანამ ბედზე დაიჩივლებ,
ერთი წუთით მისმინე,
გარეთ გადი, რომ შეიგრძნო,
დეკემბერის სიცივე.

მერე მთვარეს მიეგებე,
ო, როგორი ძველია,
გინდ ნამგალა იყოს მაინც,
მხრცოვანი და ბრძენია.

ახლა მთვარეს მოუყევი,
რა გვტკივა და რა გვტანჯავს,
მთვარე როგორ გვიპასუხებს
თუ ვეტყვით ჩვენს სატანჯავს ?

თუ გავუმხელთ მხრცოვან მთვარეს,
გული რა დარდს ინახავს,
ის მოგვიგებს შენისთანა,
მილიონი მინახავს.

განა მარტო დღეს და გუშინ,
ათასი წლის წინათაც,
რა დარდიც შენ გაგჩენია,
ის სტანჯავდათ იმათაც.

მოდიოდნენ ღამ ღამობით,
და მიმხელდნენ ტკივილებს,
ნუ გგონია ბრძენი მთვარე
ყოველივეს ივიწყებს.

არა, ახლა რჩევას მოგცემ,
ღრმას, ბრძნულსა და საზრიანს,
მე ხომ ვხედავ ყველაფერი,
ხანმოკლეა ძალიან.

და მაგ ქვითინს რა აზრი აქვს,
ეგ არ არის საშველი,
როგორ ფიქრობ, მე რას ვდგავარ,
რას ვუცდი და რას ველი ?

ყველაფერი მიიჩქარის,
მიჰქრის დღეთა დინება,
სიხარული და სილაღე,
განა მოგეწყინება.

გაიღიმე, გაიხარე, 
ვარსკვალვივით გაბრწყინდი,
მზე ამოდის, მე მივდივარ,
ვაშინგტონში გავფრინდიიი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი