ის ერთი
ქალაქში ბევრი გოგონა დადის, ბევრი მაყოლებს თვალს, ბევრისგან თბილი ღიმილი მახსოვს, და გულს ვწყვეტ ყველა ქალს, მე მხოლოდ ერთი შემყვარებია, ერთის ღიმილის მწამს, ერთია ჩემთვის მთელი სამყარო, იმ ერთით ყოფნა მწადს, იმ ერთს მივუძღვნი მე ჩემს სიცოცხლეს, ერთს ვანაცვალებ თავს, მზის ამოსვლა ხომ მისით იწყება, მახსოვს მზის ჩასვლის წამს, ჩემი ცხოვრების აზრი ის არის, ჩემი ცხოვრების გზა, ყველაფერია ჩემთვის ის ერთი, არაფერია სხვა, მე მხოლოდ მისით მწადია სუნთქვა, მისი ალერსი მწადს, მე მხოლოდ ერთი შემყვარებია, ერთის ღიმილის მწამს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი