ემიგრანტი ქალი


არც ღიმილი, არც ხალისი,
მხოლოდ ჭირთა თმენა,
არც ჩივილი, არც ტირილი,
მხოლოდ უფლის რწმენა,
არცა ზრუნვა საკუთარზე,
არც სიამის განცდა,
რადგან ტვირთი ქვეყნიური,
ყოველივეს გასცდა,
ვერაფერი ვერ გაშინებს,
ვერც ბილიკი შორი,
ძალას გაძლევს მარგალიტი,
მარგალიტი ორი,
ზოგჯერ დაღლა,
ზოგჯერ ტანჯვა,
და ატანა დღეთა,
დედის ნერვი,
დედის ფიქრი,
მძლეა მძლეთა-მძლეთა,
თუმც ქვეყანა მხიარულად,
ისევ ბედავს ღიღინს,
მე კი დედის დაღვრილ ცრემლად,
სამყაროც არ მიღირს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი