მაყვალი და "მალინა"
დედამიწის წიაღში, არსებათა შორის, ზოგი სხვაზე კარგია, ყველაზე კი - ორი. განა ტყუილს გიყვები, ან ხუმრობით ვამბობ, სიმართლეა მერწმუნე, ნუ შფოთავ და ჯავრობ. როცა პირველყოფილმა, კაცმა ფეხი აიდგა, მაშინ თავის საცოლეს, მიუტანა მალინა. როცა შებმა მოუნდა, ახალგაზრდა საყვარლის, მაშინ თავის საყვარელს, მიუტანა მაყვალი. როცა ბავშვმა ღნავილით, გრამი ტვინი წაიღო, მაშინ პირველყოფილმა ერთი ჯამი აიღო. აიღო და ფეხებზე, ფეხსაცმელი ჩაიცვა, მაყვლისა და მალინის მოსატანად გაიქცა. და როდესაც აღნიშნეს, დღეობა დღე ნადიმით, მთელი სუფრა გააწვყეს, მაყვლითა და მალინით. რა მწვადი და მაყალი, რა ყურძენი და ვაზი, დაილოცოს მალინა, დაილოცოს მაყვალი. რადგან კაცობრიობამ, როცა ფეხი აიდგა, მხოლოდ იყო მაყვალი, მხოლოდ იყო მალინა. განა ტყუილს გიყვები, ან ხუმრობით ვამბობ, სიმართლეა მერწმუნე, ნუ შფოთავ და ჯავრობ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი