დაუფასებლობა
არ დაწერილა თქვენზე ლექსები, არცა ნოველა, არცა ბალადა, არ გადღეგრძელებთ არცერთ სუფრაზე, არც სუფრის წევრი, არცა თამადა. არვინ აფასებს თქვენს ღვაწლს ღირსეულს, და მუდამ ბედი გჩაგრავთ წყეული, არვინ გარითმა თქვენზე სახოტბო, პოემა რამე ლექსისეული. და ბედისაგან დაჩაგრულები, მიუხედავად უდიდეს ღვაწლის, მთელი ცხოვრება დაჰკიდებიხართ, უხერხულ ადგილს. მეტი რა გინდათ ჩემო ძმობილნო, თქვენ წუთისოფლის უკუღმართობა, თქვენ გიმადლოდეთ უნდა სიცოცხლეს, და უნეტარეს თუნდაც გართობას. მთელი ცხოვრება კაცის მსახურად, გაკურთხათ ღმერთმა სიცოცხლის წყაროდ, ოდეს დაგკარგოთ კაცმა თქვენ ორი, ვით გაიხაროს ?! მაგრამ დიადი საქმის მტვირთველნო, მაინც არავინ არ გადღეგრძელებთ, მაგიერ იმის ხოტბა შეგასხათ, გეძახით ყვერებს !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი