გახსოვდეს ვისი გორისა ხარ


როგორ მიმზერს ეს ბებერი თრიალეთი, 
ბავშვი ტირის ტირიფონის გაშლილ ველზე, 
საქართველოს ქართულ გულში დავიბადე, 
საქართველო მამჩნევია ქართულ მკერდზე.

გაიხედე როგორ მოსჩანს ვახტანგ მეფე,
მირიანი გამოსულა სანადიროდ,
სისხლო ჩემო, გენო ჩემო დაიყეფე,
განა მარტო, განა მარტო სანადიმოდ.

გაიხსენე ნუ ივიწყებ ძმაო ჩემო,
როგორ მოკვდა პაპაშენის პაპის პაპა,
განა მაშინ როცა მტერთა მკერდებს ჩეხდა,
შენ მოჰკალ და შენვე მკერდში დაიმარხა.

ნუ ივიწყებ, ვინ იზრუნა , ვისგან არის,
რომ ქართველი საქართველოს მკერდზე
დგახარ, 
ნუ ივიწყებ შეუნახე შვილიშვილებს, 
ნუ ივიწყე შვილო, ვისი გორისა ხარ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი