ფუტკარი
დადგა გაზაფხული, მზე იცინის ციდან, პაწაწინა მწერი, გამოფრინდა სკიდან. ყვავილს მიაშურა, მიფრინავს და მღერის, ნექტრის ასაღებად პაწაწინა მწერი. რომ ხვალ უფრო მეტი შვილი გამოზარდოს, რომ ხვალ უფრო მეტი თაფლი დაამზადოს, დედაბუნებისგან ერგო ამის ძალა კაცს უბოძოს თაფლად, გაზაფხულის ღალა. წესი არის მისი, დღედაღამე შრომობს, პაწაწინა მწერი, სიკეთისთვის ცხოვრობს. მზე იცინის ციდან პაწაწინა მწერი გამოფრინდა სკიდან მიფრინავს და მღერის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი