წამი
საათზე გრძელი ზოგჯერ წუთია, წუთზე უგრძესი წამი, საათი ზოგჯერ თვეზე გრძელია წამია წელიწადი. მრავალ წელიწადს თუმცა ცხოვრობენ, მაინც ითვლიან წამებს, წამით მაცალეთ ! შეჩერდი წამო ! ბოლო წამს გამაწამე.. წამშია მთელი ჩვენი ცხოვრება, წამი აშენებს წუთებს, წელიწადები ცვივა წამებად, აწმყო მომავალს უტევს. წამში ეტევა სიამოვნებაც, ბედნიერების წამი, წამმა გვიბოძა უბედურება, ღმერთმა დასწყევლოს წამი, და მაინც წამი არაფერია, თან საუკუნის არსი, წამი ყოფილა მთელი ცხოვრება, მარადისობის გარსი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი