კოსმიური ჰარმონია
ერთხელ, როცა ჩვენი დედამიწა, ახალგაზრდა იყო მაშინ, დაბადების დღე აუღნიშნია და ჩამთვრალა არყის სმაში. მერე შუა ღამეს კოსმოსში გავარდნილა და აჰხირებია მარსსაც, მარსს კი მიუგია, ჩემო დედამიწავ შენ ხომ არ გატყუებს მასა?! მაგრამ დედამიწას მეტს რას შეჰკადრებდა, სულ გაწითლებულა მარსი, და გაუფიქრია – ამ მთვრალ დედამიწას ნეტავ რა მოუვლის თავში ?! მაგრამ სად იყო და თურმე სად არ იყო, უცებ მოვარდნილა მთვარე და ეს პაწაწინა ციური სხეული, ბრაზით აცეცებდა თვალებს, მზისგან აირეკლა სხივის ერთი კონა, არავინ ელოდა მისგან, თურმე დედამიწას თვალი დაუბრმავა სხივმა არეკლილმა მზისგან. საწყალი, საცოდავი, ყველგან გაისმოდა ძალით დაიღუპა თავი !! აუღნიშნიაო დაბადების დღე და მიტომ ყოფილაო მთვრალი. რა ეშველებაო, რომ ვეღარ ხედავსო, დაეჯახებაო რამეს, და ერთხმად თურმე ყველამ ბრალი დასდო, პატარა, პაწაწინა მთვარეს. მთვარემ კი წარმოსთქვა, მე მასთან ვიქნები, მუდამ გზას ვუჩვენებ მზიანს, მიტომ იმ დღის შემდეგ დღესაც დედამიწის მთვარეს თანამგზავრი ჰქვია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი