ო, სპეტაკო და სათნოვ


ო, სპეტაკო და სათნოვ,
მშვენება შენი მათბობს,
ნათელი შენი სახე,
ჩემი სულის სიმს არხევს,
ხელის თითები შენი,
მკლავებს რარიგად შვენის,
შენი ღიმილი წმინდა,
ზეცას ღრუბლებს რომ წმინდავს,
ნეტარებაა სრული,
ო, შენ ხატებავ წმინდავ,
გაბრწყინება ხარ მზისა,
და სხივად კრთები ცაში,
ო რა სიწმინდე სუფევს
შენს სათაყვანო ხმაში.

ვიგრძენი სულის სილბო,
როცა გიხილე თვალთა,
დე შენი იყოს ჩემ წილ,
სასუფეველი ცათა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი