ფიქრნი ფარნავაზისანი


გადმოუკარკლავს არმაზს თვალები,
ფოლადის ხმალი ბრუნავს, ელვარებს,
მცხეთას შეყრილა ქართლის სამეფო,
ყველა ქვითინებს, ყველა მღელვარებს.
სამეფო ტახტზე ზის ფარნავაზი,
ასოებს კრებს და უწოდებს ანბანს,
შემდეგ ადგება ფიქრით დაღლილი,
და მიაშურებს სასახლის დარბაზს.
გულამომჯდარი მორბის ვეზირი,
შეკრთით მეფეო, მტერი მეფეო,
ალბათ საქმეში გართულ იყავით,
თორემ შორიდან დავიყეფეო.

სასახლის ზღურბლზე გადავა მეფე,
კერპის შემზარავ სახეს გასცქერის,
უნდა შევებათ მტერს, რომ არ გვექცეს,
ჭერი კეფაზედ ჩამოსაქცევი.
უნდა ღმერთს თხოვოს დღეს შემწეობა,
მაგრამ სახელი ახსოვს მჭედლისა,
არ ავიწყდება თვისი ბრძანება,
სპილენძის ღმერთის გამოჭედვისა.
და რა ძალა აქვს ღმერთს გამოჭედილს?!
თუნდ მისი ტანით მთა–ველის ზანზარს,
შენ უნდა იხსნა დღეს ნუთუ ქართლი,
გამოჭედილო სპილენძის არმაზ?!

ჩურჩულით იტყვის წარმართი მეფე,
ჩემო შემქმნელო მამაო ღმერთო,
იყავ მოწყალე, ხოლო არმაზი,
დაე ამ მთაზე შენს ხატად ენთოს.
შემდეგ ფიალა შეავსო ღვინით,
სთქვა: წყალობა გვყოს ჩვენმა გამჩენმა,
მტერი მეფეო და მეფეც აღდგა,
აღდგა, სამშობლოს გადასარჩენად...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი