სამსახური
დროა წახვიდე, შეგახსენებს დილის რიჟრაჟი, მზის ამოსვლისას გაიარო სახლის კარები, ისე მირბიხარ ქუჩა–ქუჩა როგორც გიჟმაჟი, მე სონეტს გიწერ, მერე შექსპირს დავედარები. მიდიხარ და გზად საცობები გეღობებიან, მაჯის საათსაც დააჩერდნენ შენი თვალები, თუმცა წამები შეუმჩნევლად წუთებს ებმიან, და უკან აღარ ბრუნდებიან მერე წამები. ტაატ–ტაატით წინ მიადექ წითელ შუქნიშანს, შენს წინააღმდეგ მომართულა ავი ზრახვები, მიდი გასწიე, ახლა უკვე მწვანე შუქი ჩანს, გასწიე სანამ, კვლავ საცობში გაიხლართები. უკვე მიხვედი, ადგილზე ხარ როგორც წესია, ასეა როცა შენთვის საქმე უმთავრესია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი