მე ვიღიმები და შენ ტირიხარ


მე ვიღიმები და შენ ტირიხარ,
საერთო რა გვაქვს საიდან სადო,
მე მაღიმებენ შენი ცრემლები,
შენ კი ტირიხარ ღიმილის გამო.
თვალცრემლიანი მაფიცებ შენს თავს,
ღრუბელს შეკუმშავს შენი ქვითინი,
მე არ მადარდებს ღრუბელის კვნესა,
გეფერები და ჩუმად ვიღიმი.
შენ კვლავ ტირიხარ და ბრალს მდებ თითქოს,
შენი არ მესმის, გიგებს ცა შორი,
მე ვიღიმები ცა კი ქვითინებს,
და შენ მანიშნებ, წადი გამშორდი.
და გაგეცლები წავალ ჩემს გზაზე,
კმაყოფილი ხარ? აჰა გაგშორდი,
შორიდან გიმზერ და შენ ტირიხარ,
და მეც ვქვითინებ როგორც ცა შორი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი