უღონოდ ჰკიდებ ხელებს
უღონოდ ჰკიდებ ხელებს, ფიქრებს ბოლო არ უჩანს, დამკვირვებელის თვალით, მიყვები ფართო ქუჩას. ნაბიჯს მიადგავ ნაბიჯს, ზესთასოფელის გჯერავს, ფანჯრიდან მომზირალი, ბიჭუნა გტაცებს მზერას. შენ ხელს დაუქნევ ყრმაწვილს, ხელს გადაღლილს და უშნოს, ბიჭს კი დედიკო კიცხავს, ნუ ესალმები უცნობს!!! უღონოდ ჰკიდებ ხელებს, ფიქრებს ბოლო არ უჩანს, დამკვირვებელის თვალით, მიჰყვები ფართო ქუჩას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი