შენსავ ხატებას


შენსავ ხატებას ოდეს ქმნიდა უფალი ღმერთი,
ძალა შემართა სრულყოფილის შექმნის წადილით,
ხელით აწონა მილიონი მშვენების წვეთი,
ღვთიური სახე დაამშვენა ქალის მანდილით.
არ დაიშურა ღმერთმა შენთვის არც სილამაზე,
გულიც სიკეთის სათნოებით მოუქარგია,
რაუნდა ექნა მამა უფალს მეტი ამაზე,
შეგქმნა და თვისი ქმნილებითაც დაუქადნია.
შენსავ თვალებში მოამწყვდია ზეცის წიაღი,
და შენი სახის მოშურნეა მთვარის მშვენება,
ქვეყანას ამკობს მოელვარე თვალთა ციაგი,
რადგან უფალ ღმერთს შენი შექმნა ასე ენება.

მაგრამ რომ დარჩეს სახე შენი სრულყოფილებად,
უნდა სიცოცხლე კვლავ დაანთო შენსავ შვილებად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი