ლოთი


უხმოდ აწია გაჭუჭყული პატარა ჭიქა,
დალია, 
მერე შუშის ბოთლიც იქვე მიაგდო,
კვლავ აუმღვრია კაცს გუნება ამაო ფიქრმა,
გამოთვრა, 
ისე მიიძინა, რომ არ იდარდოს.

გამოეღვიძა და შემკრთალმა ზეცას ახედა,
და მტვრით გაპოხილ ხელის გულებს სახე დაადო,
ან რა შექმნილა ქვეყანაზე ტანჯვა არ ერქვას,
დღეს ტანჯვა ქვია, გუშინ თუკი იყო საამო.

რა ქნას თუ იგი მიეჩვია ამგვარად ყოფნას,
მიეჩვია და ჩვევით ცოცხლობს ადამიანი,
დაე შენ შეძლო ქვეყანაზე ისე ცხოვრება,
არც შენს თავს, არც სხვას არასოდეს მისცე ზიანი..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი