მხრცოვანი
ამ მხრცოვანს ახლა შეუსრულდა მეასე წელი, მისმა მუხლებმა გადათელეს დღეს საუკუნე, ახლა მარტო ზის, ბებერ მუხის ჩრდლში დაღლილი, და წარსულ დღეთა მწუხარებას მშვიდად უყურებს. ფიქრს გადაავლებს კვლავ მხრცოვანი განვლილ ცხოვრებას, ახსოვს ტრფიალი, სულ პირველი, ლამაზი ქალის მშვიდად გაჰყურებს საუკუნო ამაოებას, ქალის ტრფიალიც ქროლვა არის, ვითარცა ქარი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი