ეეჰ


ახალ აზრებს, ახალ ხედვას, ახალ ფიქრებს ვერკინებით,
მომავალის ნაცვლად წარსულს, გავყურებთ და ვეჭიდებით,
რიხით ვაქებთ წინაპართა საქმეს ნაღვაწს განაკეთებს,
მერე დავძენთ იმათ მსგავსად ახლა ვინ რას გააკეთებს,
დავიჩივლებთ, გადავგვარდით, რომ ეს არის ჩვენი დარდი,
რა გვძალგიძს რა შეგვიძლია დავკნინდით და დავბეჩავდით,
და კვლავ ვიტყვით, რომ გახლავართ ისტორიის მოტრფიალე,
და არ ვფიქრობთ რა წარსული უნდა იშვას ზეგ და ხვალე,
როცა აწმყო გადაყვება წარსულეთში ჟამთა დენას,
როცა მტვერი დაედება დღევანდლობის აღმაფრენას,
ისტორია როცა უხმოდ შეიერთებს ამ წუთს და წამს,
რას იტყვიან, რით გვაქებენ, რას ვადიდებთ, რას ვქმნით, რა გვწამს ?
და თუ ჩვენი შვილთა შვილი, გაიხსენებს ჩვენთა საქმეს,
თავს დაღუნავს სინანულით, მერე იტყვის თავის სათქმელს,
დასძენს პაპა არას ქმნიდა, მხოლოდ ჭამდა ძველთა ქმნილსა,
სხვას უცქერდა არა ჰქონდა თურმე ფიქრი მომავლისა,
აიღო და ეს მამული, შენახული გაასხვისა.

რად არ გვახსოვს დღევანდელი ხვალინდელის წარსულია,
კოლხეთი და დიაოხი ახლა ვადა გასულია,
მიტომ გვინდა შემართება, ჩავუფიქრდეთ რას ვიღვაწით,
მომავალმა როგორ უნდა იამაყოს აბა აწით?!
დღეს ეპოქის გადაწერა შენ, მე და ჩვენ ვალად გვედო,
იმოქმედე მომავალი ისტორიის შემოქმედო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი