თავისუფლება


აჰაა, მაშ მიდი გადაახტი სულის ბარიერს,
რომ მოიპოვო ნეტარებით ყოფნის უფლება,
არ შეეხორცო მატერიას, დროსა და სივრცეს,
აი ეს არის ჭეშმარიტი თავისუფლება.

დრო დაივიწყე, აწმყოშია მარადისობა,
მხოლოდ წამშია არსებობა, ეს უნდა იგრძნო,
თუ დაივიწყე, გაგიტაცებს ფიქრი უაზრო,
და ფიქრმა წარსულ - მომავალზე წაგიღოს ვინძლო.

ხოლო სივრცე კი, ნუ გგონია ნავსაყუდელი,
ნავსაყუდელი ბორკილია, ლურსმნებით გაბავს,
სივრცე ეს არის არეალი, შენს სათარეშოდ,
ხოლო დაბმულნი გადმოსცემენ,
მერე შენს ამბავს.

და მატერია, მატერიაა იარაღი იმის დასტურად,
რომ შენთვის თავად მატერია არაფერია,
ჯერ მოიხვეჭავ, შეაგროვებ და მერე გასცემ,
დაუფლებულნი მატერიას, გაჰკვირდებიან,
გაჰკვირდებიან რადგან ჩუმად, გაოცებულნი,
ხარბი თაველბით გიმზერენ და გაკვირდებიან,
ვერ გაუგიათ შენი ყოფა, შენი ცხოვრება,
ვერც აზრი შენი, ვერგაიგო იქნებ ვერავინ,
რადგან შენ მხოლოდ, განხვავებით დანარჩენთაგან,
მოჰკალი თავად, საკუთარი ბედის მკერავი.

და მერე ასე გადაახტი სულის ბარიერს,
და მოიპოვე ნეტარებით ყოფნის უფლება,
არ შეეხორცე მატერიას, დროსა და სივრცეს,
და მოიპოვე ჭეშმარიტი თავისუფლება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი