შეჩერდი
შეჩერდი, შეჩერდი, შეჩერდი, შეჩერდი! მოდუნდი, დახუჭე, დახუჭე თვალები, იხილე ფიქრები, შენში რომ დარბიან, უბრძანე შეჩერდნენ, შეჩერდნენ, შეჩერდი! მოდუნდი, მოდუნდი, მოდუნდი, ისუნთქე! შეხედე სულს როგორ გაჰკივის საბრალო, ყოველ დღე შრომისგან მარტოდ რომ მიაგდე, შენივე სისუსტე ვის გინდა აბრალო? ვის გინდა საშველად კარზე რომ მიადგე? როდესაც ზურგს აქცევ საკუთარ სამყაროს, მირბიხარ, გარბიხარ, გარეთ და შენ გინდა, შიგნით ჰარმონია ასე დაამყარო, და ბრბოთა ნაკადებს დაუდგე შეგირდად. შეჩერდი, შეჩერდი, შეჩერდი, იგრძენი, გზა რასაც მიჰყვები არ არის სწორი გზა, შენშია ყოველი და დღემდე არ უწყი, რომ შენში ვერ შეცვლი, ვერაფერს შორიდან, დაბრუნდი, დაბრუნდი, შეხედე, შეხედე, შეხედე სულს როგორ გაჰკივის საბრალო, ყოველ დღე შრომისგან მარტოდ რომ მიაგდე, შენივე სისუსტე ვის გინდა აბრალო? ვის გინდა საშველად კარზე რომ მიადგე?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი