ორღობე


კარგად იცის ამ ორღობემ,
ალბათ ყველა კაცის დარდი,
ყველა ვისაც რამე სტანჯავს,
ამ ორღობის შორის დადის,
დადის, და ხალხს ემალება,
ლამის არის გასკდეს გული,
ახლა მეც ამ ორღობეში,
ხალხისგან ვარ დამალული,
აქ სულ სხვაა დაღამება,
აქ სულ სხვა სიონი ჰქრიან,
ამ ორღობეს თავის თავში,
გამოკეტვა ჰქვია, 
ჰქვია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი