ცვლილება
დგახარ ველზე, ქარი ჰქრის და გაწვიმს, ცა ღრუბლებად არეული დაგცქერს, სველი მიწა სევდიანად გიმზერს, ობიანი ტრადიციის დამცველს. მიდიოდა გზაზე გუშინ კაცი, უჩვეულოდ საუბრობდა თითქო, მან ახსენა ცვლილებები და შენ, ვერც გაიგე ცვლილება რა იყო. დაობებულ ტრადიციას იცავ, დრო მოჭმული ლოგიკით და ფიქრით, შენს სიმართელს ხარის გუთნით ჰფიცავ, მომავალში კვლავ წარსულით მიჰქრი. და არ გესმის ცვლილებების არსი, არც პროგრესი არ გსმენია რათა, გარდასულში გაგეყინა აზრი, გაგაბრუეს წინაპრების ხმათა. თუმც შენს ფიცილს აღაარააქვს ღონე, რაღაც ახალ რეალობას ხედავ, მაგრამ დგახარ, ტრადიციას იცავ, და ნაბიჯის წადგმას წინ ვერ ჰბედავ. თითქოს ტანზე მარწუხები გადევს, ვერა ჰფიქრობ ხვალაზე და შორზე, ცვლილებები გაიმარჯვებს მარად, ობიანი ტრადიციის ფონზე. და ჩვენ შევქმნით უფრო დიდს და მაღალს, როგორც ახალ ისტორიას შვენის, დასარული რადგან ჰბადებს ახალს, არ სჭირდება ტრადიციას მცველი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი