დარდი


ერთხელ ჩემთვის მივყვებოდი ქუჩას,
ნელი სიო ხის ფოთლებს არხევდა,
მე კი რაღაც უჩვეულო სითბო,
მივდიოდი და უკან დამსდევდა.

უცებ იქვე კორპუსიდან ბებომ,
გადმომძახა დამეხმარე შვილო,
აი მანდ რომ მაღაზია არის,
კარტოფილი იქნებ რომ მიყიდო?

მე შევძრწუნდი, ამიძგერდა გული,
უცებ სულში დაუბერა ქარმა,
გამახსენდა რეინკარნაცია,
და ბინძური, საკუთარი კარმა.

და მივბრუნდი, დამელოდე ბებო,
შევუსრულე იმ წუთს ბებოს თხოვნა,
მაგრამ მერე გამიკვირდა თითქოს,
მეორე დღეს იგივე რომ მოხდა.

და მე ვფიქრობ, ეკონომიკაა?
თუ მოძმეთა მენტალური ვარდნა ?
არ მინდა რომ უბრალოდ და უხმოდ,
გამიყოლოს ჩემი ქვეყნის დარდმა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი